კატეგორია: პოპ ლუიზა მანაშეროვა & ალექსანდრე პელეგი – გაივლის დრო და მოგენატრები

გამოქვეყნდა: Sep 11th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,926

Luiza Manasherova & Alex Pelegi – Gaivlis dro da mogenatrebi
(კომპოზიტორი: ალექსანდრე პელეგი; ტექსტი: მანანა არონაშვილი)

(თუ მოგენატრები, თვალდახუჭული რომ ვიყო,
ჩემი ლანდი მოვა შენთან…
თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და
ქვებზე ფეხშიშველ მორბენალს დამინახავ…
თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და
ჩემი სახე თეთრი ღრუბლებით დაიხატება…
თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და
მის მკრთალ შუქზე მებაასე,
ჩემი სული უეჭველად მოვა შენთან…
თუ მოგენატრები…)

გაივლის დრო და მოგენატრები
მოგენატრება ალერსი ჩემი,
ღიმილი ჩემი მოგენატრება
მოგენატრება თვალები ჩემი.

მისამღერი:
.. და გულიც ჩემი მოგენატრება,
შენგან დასჯილი ეს ჩემი გული
მე კი მოხუცი, თმებდათოვლილი
ალერსისათვის არ გამოვდგები.

როდესაც ძლიერ მომენატრები
და უშენობას ვეღარ ავიტან,
წავალ, დავივლი მე იმ ადგილებს
სადაც ოდესმე ფეხი დაგვიდგამს.

ვეამბორები იმ ლამაზ წყაროს,
ორთავეს ერთად პეშვით რომ გვისვამს,
ტირიფის ჩრდილში ლექსს წავიკითხავ,
შენთვის მრავალჯერ რომ წამიკითხავს.

ჩემს დაღლილ სხეულს ჩამოქნილს სანთლად
შენს ლამაზ სხეულს მსხვერპლად ავუნთებ,
ჩუმად გავქრები ისე უთქმელად,
რომ ვერასოდეს ვერვინ გაიგებს.

წავიღიღინებ მე იმ სიმღერას
ჩემთვის ათასჯერ რომ გიმღერია,
იების კონას გულზე დავიბნევ
შენთვის რომ ბევრჯერ დამიბნევია.

როდესაც ძლიერ მომენატრები
და უშენობას ვეღარ ავიტან,
სულ შემოვივლი მე იმ ადგილებს
სადაც ოდესმე ფეხი დაგვიდგამს.

(როდესაც ძლიერ მომენატრები
და უშენობას ვეღარ ავიტან)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!