კატეგორია: პოპ რუსიკო ზაზაშვილი – მე და შენ

გამოქვეყნდა: Sep 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,960

Rusiko Zazashvili – Me da shen
(ტექსტი ნუგზარ ერგემლიძე, კომპოზიტორი: ზურაბ ჩინჩალაძე)

ეს ღამე მალე გათენდება
მზე სარკმელში შემოვა,
სამყარო შუქით აივსება
ეს სიხარული უმანკოა.

ლამაზი დღე ასე იწყება
ზეცის ფარდა გაიხსნება,
ყველაფერი ისე იქნება
როგორც ჩვენმა მზემ ინება!

მისამღერი:
.. ისევ მე და შენ, მხოლოდ მე და შენ
საოცრება გველოდება ასე გვჯერა ჩვენ,
ჩემთან მოდი დღეს, გული მღეროდეს
მეგობრობის წმინდა გრძნობის მუდამ გჯეროდეს! X2

გადიან სიყმაწვილის წლები
და ჩვენ მალე შევიცვლებით,
ჩვენ ერთი უნდა გვქონდეს გზები
მეგობრობას გეფიცები.

ლამაზი დღე ასე იწყება
ზეცის ფარდა გაიხსნება,
ყველაფერი ისე იქნება
როგორც ჩვენმა მზემ ინება!

მისამღერი X6

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!