კატეგორია: პოპ აჩიკო მეფარიძე & ლელა წურწუმია – დამიბრუნე სიყვარული

გამოქვეყნდა: Feb 24th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,467

Achiko Mefaridze & Lela Tsurtsumia – Damibrune sikvaruli

იწვიმებს, იწვიმებს,
და სულს წვეთებად დაფარავს სევდით
იტირებს, ცა იტირებს,
მე ამ ცრემლებით დავსველდები.
მაგონდება დღეები წვიმით ნაფერი
სევდიანი ბგერები შენზე ნამღერი.

მისამღერი:
მენატრები მიყვარხარ შენ
გული სევდას ვეღარ იტევს
დამიბრუნე სიყვარული
დაკარგული დღეები.

დრო გადის, დრო გადის,
იქცა სიზმრად ჩვენი წლები
დამიბრუნდი, ნუ დამტოვებ,
იცოდე ისევ გელოდები
მაგონდება დღეები წვიმით ნაფერი.
სევდიანი ბგერები შენზე ნამღერი.

მისამღერი: (2-ჯერ)

დავდივარ ისევ მარტო და
დამყვება მოგონება ძველი
მე შენს ლოდინში მიხმობს
ჩვენი ქუჩები სველი.

მისამღერი

იწვიმებს, იწვიმებს, იტირებს,
ცა იტირებს, იწვიმებს, იწვიმებს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!