კატეგორია: პოპ ლიკა სუდაძე – თოჯინა

გამოქვეყნდა: Aug 29th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,508

Lika Sudadze – Tojina
(საბავშო ოპერდან. ტექსტი: დავით ქურიძე, კომპოზიტორი: ზურაბ ჩინჩალაძე)

ისევ თენდება დილა
სარკმელს ფოთლებით ქარგავს,
მოდის ოცნება ფუნჯით და
მის ნანატრ სახეს ხატავს.

დილას გილოცავ ლამაზს,
იმედს ვიხუტებ თბილად,
მინდა ასეთი გათენდეს,
ჩვენი პირველი დილა.

მისამღერი:
სიმღერით იწყება დღე
ნიავი მიკოცნის გაშლილ თმებს,
ცის ნამით პირს იბანს მზე
უღიმის ჩვენი შეხვედრის დღეს.

ზეცის, მიწის და ცის ზეიმი,
მასთან მსურს ვიმღერო,
მაგრამ თქვენც არ დამავიწყდებით
ჩემო კეთილო თოჯინებო.

ვიღაცა გამიღებს გულს
ვიღაცა ლოცვით შეხვდება მზეს
და პირველად სიყვარულს
უმღერებს ამ დაუვიწყარ დღეს.

სხვა დღეები და სხვა ფიქრები
სიკეთემ ინებოს
მაგრამ თქვენც არ დამავიწყდებით
.. ჩემო კეთილო თოჯინებო X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!