კატეგორია: პოპ სოფო ნიჟარაძე, ნინო სურგულაძე & გიორგი უშიკიშვილი – აფხაზეთო ჩემო

გამოქვეყნდა: Aug 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 15,697

Sofia (Sopho) Nizharadze, Giorgi Ushikishvili & Nino Surguladze – Chemo Afkhazeto
(მუსიკა & ტექსტი: ნინო სურგულაძე)

მომენატრა შენი ხილვა, შენი გულის ცემა,
შენი ტკბილი იავნანა როგორ მენატრება.
(რა რა.. ო რა..)

სიზმარშიც კი შენს ქუჩებში ჩემს თავს ვხედავ ნათლად,
შენს ლოდინში ბავშვის გული ძალზე დაითანგა.
(რა, რა, ო რა..)

მისამღერი:
.. აფხაზეთო ჩემო, ჩემო აფხაზეთო!
ჭრილობა და ცრემლი – შენ ხარ ერთადერთო.
სიყვარულის, ძმობის და სიმღერის ფესვო,
ჩემი ზღვა და მიწა დამიბრუნე ღმერთო.
(რა რა, ო რა..)

კვლავ დადგება იმედის დღე, ასრულდება ვიცი
და ღიმილი შეცვლის უმალ ბავშვის მწარე ქვითინს,
მოგეხვევა, დამშვიდდება შენი სითბოს ხიბლში,
სიყვარული გაიმარჯვებს და ნათელი მისი.
(რა რა, ო რა..)

მისამღერი X2

მომენატრა შენი ხილვა, შენი გულის ცემა ,
შენი ტკბილი იავნანა როგორ მენატრება!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 4.5/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +5 (from 5 votes)
სოფო ნიჟარაძე, ნინო სურგულაძე & გიორგი უშიკიშვილი - აფხაზეთო ჩემო, 4.5 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!