კატეგორია: პოპ სხვები – მიყვარხარ დედა

გამოქვეყნდა: Aug 8th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,073

Group Skhvebi – Mikvarkhar deda

ღვთით კურთხეულ ქვეყენაში, გამაჩინე დედა
ღამეს შენთვის ვათენებდი, არ გეძინა დედა
იავნანას მიმღეროდი ჩამესმოდა დედა
და სამშობლოს სიყვარული, შენ მასწავლე დედა

ამ სიმღერას შენთვის ვმღერი, შენ გიმღერი დედა
შენს თავს ვფიცავ არასოდეს, გულს არ გატკენ დედა
ღამეს ათევ წუთებს ითვლი ვიცი, მოვალ, გჯერა
მაპატიე ვერ ვბრუნდები გაწყენინე დედა

ცრემლს ნუ დაღვრი შავს ნუ იცვამ, იამაყე დედა!
თავს მიხედე არ იტირო ცოცხალი ვარ დედა
ამ სიმღერას შენთვის ვმღერი, შენ გიმღერი დედა
შენ თავს ვფიცავ, არასოდეს გულს არ გატკენ დედა

ყოველ წუთს რომ ჩემზე ფიქრობ, ვიცი, მჯერა, დედა
ისიც ვიცი არასოდეს არ დამტოვებ დედა
იავნანას მიმღეროდი ჩამესმოდა დედა
მადლობა რომ გამაჩინე მომავლინე დედა

იავნანას მიმღეროდი ჩამესმოდა დედა
მადლობა რომ გამაჩინე, შენ ხარ გმირი დედა!
ამ სიმღერას შენთვის ვმღერი, შენ გიმღერი დედა
ჩემს ზურგს უკან სამშობლო დგას ქართველი ვარ დედა!!!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.7/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
სხვები - მიყვარხარ დედა, 8.7 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!