კატეგორია: პოპ გორდელა – აყვავებულა არაგვზე დეკა

გამოქვეყნდა: Jul 30th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 60,694

Gordela – Akvavebula Aragvze deka
(ტექსტი: ელგუჯა უძილაური)

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა X2

ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ გეოცები ნეტა?
.. შენთან ალერსი მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან X2

და მერე თუნდაც ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე,
.. ნეტა ვიცოდე როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე X2

მაღალ ბილიკებს, მთებსა და ჯიუხვებს
რაისთვის სთელავ ნეტავ,
.. მოდი ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად X2

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 6.5/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
გორდელა - აყვავებულა არაგვზე დეკა, 6.5 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!