Khidi – Chven quchaze
ჩვენ ქუჩაზე ვისეირნოთ სითბოში,
ქარში და მთვარის შუქზე
დავბრუნდებით სახლში
ეს ღამე რომ დამთავრდება ვიცი მოვა დილა
მზის ამოსვლას ცაზე ერთად შევხვდეთ მუდამ.
გარეთ ქარი ქრის, ფანტელი ცვივა
მალე გათენდეს, დაგინახო მინდა,
მე მარტო შენი თვალები მიყვარს
შენი ვიქნები გჯეროდეს.
ვიცი აღარ დაბრუნდები ალბათ მოვა წვიმა
ნაცნობ ქუჩებს ახლად ცრემლად დააწვიმა
ვხაზავ ისევ სახლს თუ კაფეს ფიქრში ვხედავ სიტყვას
ამ სიტყვებით გეტყვი რომ „მიყვარხარ!“.
გარეთ ქარი ქრის, ცოტათი ცივა
მალე გათენდეს, დაგინახო მინდა,
მე მარტო შენი თვალები მიყვარს
შენი ვიქნები გჯეროდეს.
.. ჩვენ ქუჩაზე ვისეირნოთ…
ეს ღამე რომ დამთავრდება…
ვიცი აღარ დაბრუნდები..
ვხაზავ ისევ სახლს თუ კაფეს…
ვიცი აღარ დაბრუნდები.