კატეგორია: პოპ ანი სირაძე – არ გვინდა ვანია

გამოქვეყნდა: Jul 15th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,793

Ani Siradze – Ar gvinda Vania

ვინც ჩუმად ზის და მარტოა
დამიჯერე, არც თუ ისე სანდოა,
ვინც ყბედი თუთიყუშის ფანია
უნდა გალია!
ნურვინ ჩათვლის მისი გაუტანია
ჩემ ზღვაში რომ ხელი დაუბანია,
და თუ ვინმე შენს მიწაზე მიდი-მოდი-ვარათობს
ნუ შეშინდები, ნურაფერს დათმობ!

მისამღერი:
.. არ მაღელვებს ვოვა ხარ თუ ვანია,
ნუ გექნება განდიდების მანია,
არ გეგონოს შენმა მოსვლამ ჩემი ცეკვა არია.
არ მაშინებს წვიმაა თუ ქარია,
რადგან უფრო მეტიც ამიტანია
და საერთოდ ეს ამბავი აქ რა მოსატანია.
.. არ გვინდა ვანია! X2

ვისაც უნდა სხვისი გზების არევა,
ყველგან უყვარს სხვის საქმეში ჩარევა
და თუ მოისხა მშვიდობის მანტია
მაინც ავია.
ყველაფერი იმ ზღაპრების ბრალია
სადაც ცოცხზე შემომჯდარი ქალია
სადაც მგელი დასდევდა და ვერ შეჭამა ბაჭია,
დამნაშავე ორი ბატია.

მისამღერი..

ნურვინ ჩათვლის მისი გაუტანია
ჩემს გულში რომ ხელი დაუბანია,
და თუ ვინმე შენს მიწაზე მიდი-მოდი-ვარათობს
ნუ შეშინდები, ნურაფერს დათმობ!

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!