კატეგორია: პოპ ერისიონი – სათია

გამოქვეყნდა: Feb 24th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,841

Erisioni – Satia
(ტექსტი: ვაჟა ფშაველა – ჩივილი ხმლისა)

დაჟანგებულხარ გორდაო, დაგბობებია ქარქაში,
სადა გყავს შენი პატრონი დაგაწყებინოს კაშკაში
სადღა მყავს ძმაო პატრონი, შამქორს გავწირეთ თავია
ორმოცგან სჭირდა ნამხლევი, სდიოდა სისხლის ღვარია,
ომში წინთ წასვლა უყვარდა ხელთ დაბღუჭვილი ფარია.

მოლოდინში წლები გადის უშენობა მერევა
სანამ ჩემად არ გიგულებ დარდი არ დამელევა
ჰეი და არალე, ჰაი ჰარალე…

არას დასდევდა სიკვდილსა ლომსა ჩაცხუეს ჯარია
მეფის თამარის გვირგვინი ქართველთ სამეფო გვარია,
ახლა უშნოდ ვარ დამკიდეს, ლაჩართ კედელზე უქმადა.

ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვტკბებოდე
არავისთვის არ მეგალოს, მარტო შენთვის ვმღეროდე!

ვისღა სცალიან ჩემთვისა ქვეყანა იქცა უქმადა,
გადამაგდებენ ნაძირ ნაცვლების ხელითა.
ქვეყანა მხედავს მდებარეს

ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ, მე შენს გამო ვირევი
შენ თუ ჩემი არ გახვდები მართლა გადავირევი.

არშინის ჩოთქის გვერდითა შვიდასი წელი გამიხვდა
არ გავპოხივარ (დუმითა) არ ვულესივარ ქართველსა დაღიღინებით ჩუმითა.
მისი ხმა აღარ მსმენია გასჭერ მაგიძეხ წინაო,
თუ სახელს არ მაშოვინებ მუქთ უნდა მოვკვდე შინაო.

ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვტკბებოდე
არავისთვის არ მეგალოს, მარტო შენთვის ვმღეროდე!
ჰეი და არალე, ჰაი ჰარალე…

დაჟანგებულხარ გორდაო, დაგბობებია ქარქაში,
სადა გყავს შენი პატრონი დაგაწყებინოს კაშკაში
სადღა მყავს ძმაო პატრონი,

ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ, მე შენს გამო ვირევი
შენ თუ ჩემი არ გახვდები მართლა გადავირევი.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!