კატეგორია: პოპ ჰამლეტ გონაშვილი – სატრფიალო

გამოქვეყნდა: Feb 24th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,574

Hamlet Gonashvili – Satrfialo

ხოხბის ყელივით ლამაზი
ქალი გადმოდგა მთაზედა
ჩემკენ იღიმის მაცდურად
ბინდი გადმეკრა თვალზედა.

ნეტავი თუ გყავს ქმარია
მარტო რად გიშვებს წყალზედა
ჩემი რომ იყო ლამაზო
არ მოგიცილებ მკლავზედა.

შენს თავს არავის დავუთმობ
ვფიცავ ამ ჩემსა მზესაო
შენთვის გავწირავ სიცოცხლეს
შენთვისა შევძრავ მთრებსაო.

ბევრს არასა გთხოვ მისმინე
ამ ჩემი გულის კვნესაო
ამაღამ ჩემთან გადმოდი
არაკებს გეტყვი ბევრსაო.

ჩაძინებულს რომ გნახვიდე
შვლის ნუკრის თვალებიანო
ქალავ შენს ახლოს ვერ მოვალ
გული არ შაგიფრთხიალო.

მარტო დაგხედავ მძინარსა
ფრთხილად რომ შაგეხმიანო
იქნებ ჩურჩულით შაგკითხო
რა გესიზმრება ფრთიანო.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ჰამლეტ გონაშვილი - სატრფიალო, 9.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!