კატეგორია: პოპ ბესიკ კალანდაძე – მხატვარი

გამოქვეყნდა: Jul 3rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,961

Besik Kalandadze – Mkhatvari
(ტექსტი ნუგზარ ერგემლიძე, კომპოზიტორი: ზურაბ ჩინჩალაძე)

ქუჩაში მიდის მხატვარი,
ჯერ მას ვერავინ სცნობს,
იცის რომ არის უკვდავი,
ამას უბრალოდ გრძობს.

ქუჩამ ფერწერის რა იცის
გამვლელში ეძებს გმირს
.. ასეა წუთისოფელი
კაცის შეცნობა ჭირს X2

მისამღერი:
.. ის სულ სხვა თვალით უცქერის მტკვარს,
და ეფერება საყვარელ ქალაქს,
ფიქრში აშენებს სხვებისთვის სახლს,
აშენებს ქალაქს.
საკუთარ წლებით ნაგროვებ დარდს,
ჯერ არ გამხელილ და უთქმელ დარდს,
როგორც სჩვევია გულმართალ კაცს,
სხვებისგან მალავს X2

დაუსრულებელ ტილოზე
შეჩერებულა დრო,
შეცვლასაც აღარ აპირებს,
არც დასრულებას სთხოვს.

მხატვარს რომელმაც გაიგო,
რას წარმოადგენს ბრბო,
ამიტომ ხატავს დღე და ღამ,
რომ ვერ შეეხოს დრო,
ხატავს და ხატავს დღე და ღამ,
რომ ვერ შეეხოს დრო.

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ბესიკ კალანდაძე - მხატვარი, 8.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!