კატეგორია: პატრიოტული, პოპ, ხალხური თემურ ცაგურია – მწყემსური

გამოქვეყნდა: Feb 24th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,224

Temur Tsaguria – Mtskemsuri (Mival mivkvebi)

მივალ მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა
ბატკან ხელში მყვან და ვუმღერი იავნანასა,
იავნანინანასა.

მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია
ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია,
ჩემი სალამურია.

სალამური ლერწმისა
სიყვარული სევდისა
ვმღერი მხოლოდ შენთვისა
ქალავ ქალავ მზექალავ
შენი სახე დამდევს ყველგანა

ჩემი სახლ-კარი მობიბინე მთა და მდელოა
ჩემი სიმღერა თვალხატულა საქართველოა
ჩემი საქართველოა.

მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია
ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია,
ჩემი სალამურია.

სალამური ლერწმისა
სიყვარული სევდისა
ვმღერი მხოლოდ შენთვისა
ქალავ ქალავ მზექალავ
შენი სახე დამდევს ყველგანა.

VN:F [1.9.14_1148]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.14_1148]
Rating: +1 (from 1 vote)
თემურ ცაგურია - მწყემსური, 10.0 out of 10 based on 1 rating
Processing your request, Please wait....

    იხილეთ ასევე:
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
განცხადება