ლადო ბურდული & რეცეპტი – სიყვარულის ანგელოზო
Lado Burduli & Recepti – Sikvarulis angelozo
როცა შენს ოთახში ენთება მკრთალი შუქი
ეს ნიშნავს რომ დამთავრდა მორიგი დღე,
როცა შენ იღებ ყურმილს და კრეფ ნომრებს
ეს ნიშნავს რომ შენ სიყვარულს ეძებ.
ღვინის ბოთლთან სარკის წინ მდუმარედ
მე ვხედავ და ვგრძნობ მხოლოდ ერთს
გავიდა დრო მაგრამ უფრო ძლიერად აენთო
ის განცდა რომელიც შენ ჩემში დაანთე.
მისამღერი:
.. სიყვარულის ანგელოზო X3
ზოგჯერ ჩემს გვერდით არა,
მაგრამ მუდამ ღრმად ასე ჩემში.
ცრემლებს შეცვლის ღიმილი
ზამთარს გაზაფხული და მერე პირიქით ისევ
და უცებ ეს ყველაფერი კარგავს ასე თავის აზრს
და რჩები მხოლოდ შენ ერთადერთი.
მისამღერი X2