კატეგორია: პოპ ნატო მეტონიძე – ლურჯი ზღვა

გამოქვეყნდა: Jun 20th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,227

Nato Metonidze – Lurji zghva
(კომპოზიტორი: ნინო ჩხიკვაძე)

გათენდა და ჩემთან ერთად გაიღვიძა ზღვამ,
გათენდა და ნაპირისკენ წამიყვანა გზამ,
თოლიების ფრთებზე თითქოს დაეკიდა მზე,
თვალი ნელა გაახილა ცამ.

გამახსენდა ერთი სიყვარულის ამბავი,
მთვარის შუქზე ზღვისთვის მოყოლილი ზღაპარი,
გამახსენდა შენი ხმა, გამახსენდი შენ!
მომენატრა ის ლამაზი დღე.

მისამღერი:
.. არაფერი არ მინდოდა სხვა,
სიყვარული, მზე და ლურჯი ზღვა,
მე არ ვიცი დღეს, რა იქნება ხვალ,
სულ სხვას ვეტყვი: ”მიყვარხარ!”

გამახსენა, მაგრამ დრო ვერ დააბრუნა ზღვამ,
მოგონებას ბევრმა ტალღამ გადაუარა.
საიდუმლო იქნებ დღეს, გამიმხილოს მზემ
სიყვარული იყო თუ არა?!

მისამღერი X2

ამ ფიქრებმა წამიყვანა უსასრულოდ შორს,
გული თითქოს კვლავ სიყვარულს მთხოვს.
ალბათ მინდა მოფერებამ ისევ გამათბოს,
მიმაქანებს და არ იცდის დრო.

მისამღერი X2

ამ ფიქრებმა წამიყვანა უსასრულოდ შორს
სადაც გული მთხოვს, სადაც შენი ღიმილია,
არასდროს არ არის გვიან,
შენთან ერთად მელოდება დრო!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!