კატეგორია: პოპ ერისიონი – შატილის ასულო

გამოქვეყნდა: Feb 24th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 12,090

Erisioni – Shatilis asulo
(ტექსტი: იოსებ ლონგიშვილი)

შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.

ბორბალოს მწვერვალზე ამ მკერდით გატარებ
ავდარში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა
ცის ნამის ნაჟურით დაგიბან მაგ თოლებს
შეგამკობ პირიმზის ნაქარგი კაბითა.

წარბები აფრენილ ორბის ფრთებს მიგიგავს
ეგ შენი ღიმილი ცის ელვა მგონია
თოლები, თოლები, დაგიბრმეს თოლები
ვგიჟდები რა კარგი თოლები გქონია.

თუ გინდა ქალაუ, რომ გახდა შენ ჩემი
წყაროზე მარტოკა ნუ ჩახვალ ხელსურით
მოგიტაცს ქალაუ მგლის მუხლა ჩეჩენი
ან ორბის თვალება არხოტის ხევსური.

შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.3/10 (4 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 2 votes)
ერისიონი - შატილის ასულო, 9.3 out of 10 based on 4 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!