კატეგორია: პოპ თამრიკო მეჭიაური – ოდესაც გიცქერ

გამოქვეყნდა: Jun 16th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,841

Tamriko Mechiauri – Odesats gitsqer
(მუსიკა: მელიტონ ბალანჩივაძე, ტექსტი: გრიგოლ აბაშიძე)

(რ)ოდესაც გიცქერ – ტკბილად სძგერს გული,
შენდამი ტრფობით გაგიჟებული (გატაცებული);
.. ოდეს გშორდები – ჩუმათ (მუდამ) ვსტირი მე
შენ გენაცვალე (შემოგევლე), შენი ჭირიმე! X2

(შენ ხარ სიმღერა და სიყვარული,
ხან უკვდავება და სიხარული…
ერთი მაჩვენე, მზეო, პირი მე…
შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!
ბროლის თითებით როს სიმთ აჟღერებ,-
სირინოზის ხმით ტკბილად ამღერებ,-
ნეტარების ცრემლს ვაფრქვევ, ვსტირი მე…
შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!
შენ მომივლინე შვება ნათელი,
შენ გამიქარწყლე კვნესა, ნაღველი,
ვეღარ მერევა ტანჯვა, ჭირი მე…
შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!)

შენი მონა ვარ, ვარ შენი მცველი
შენი ერთგული (მგოსანი), შენზედ მლოცველი,
.. ოდეს გშორდები – ჩუმათ ვსტირი მე
შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე! X3

შენი ჩრდილი ვარ, შენთვის ვტირი (და თან გზირი) მე…
შენ გენაცვალე (შემოგევლე), შენი ჭირიმე!

(გემუდარები, ნაზო ბულბულო,
ოდესაც მოვკვდე, ვიქმნე უსულო
და დამაფარონ მიწის პირი მე,
ერთი მიტირე, შენი ჭირიმე!)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!