კატეგორია: პოპ თემურ წიკლაური – ვითარცა მტკვარი

გამოქვეყნდა: Jun 4th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,766

Temur Tsiklauri – Vitartsa Mtkvari
(ტექსტი: მუხრან მაჭავარიანი)

მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა, კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა, ვიღაცას სციოდა,
და დრო გადიოდა.

ვითარცა ღვინო – ქვევრიდან ხაპში –
ხაპიდან დოქში – დოქიდან ჯამში.
ქართული სისხლი, ქართული სული,
გადადიოდა კაციდან კაცში…

გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა –
და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა,
და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი…

ვითარცა ღვინო – დოქიდან ჯამში.
ქართული სისხლი, ქართული სული,
გადადიოდა კაციდან კაცში…

გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდდნენ
და… მიუხედავად ამისა, მაინც –
გამოიარა რუსთველის გული, გამოიარა ვახტანგის გული,
გამოიარა თამარის გული, გამოიარა დავითის გული,
გამოიარა სულხანის გული.

.. და დღეს – შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს – ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს – სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი,
ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი.

.. და იოარონ! იარონ! იარონ! ამინ! X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემურ წიკლაური - ვითარცა მტკვარი, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!