კატეგორია: პოპ ლუიზა მანაშეროვა & ალექსანდრე პელეგი – ოჰ, ეს ქორწილის ღამე

გამოქვეყნდა: May 25th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,070

Luiza Manasherova & Alex Pelegi – Oh, es qortsilis ghame
(კომპოზიტორი: ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი), ლექსი: იოსებ კრიხელი)

როცა იღვიძებს ღამით
ცაზე ვარსკვლავთა სხივი,
როცა მუსიკა ფეთქავს,
როცა იწყება ლხინი.

სტუმრები მხიარული,
ჭიქა–ჭიქაზე ისმის,
ნეფე–დედოფლის ლოცვა
ყოველ სუფრაზე ისმის.

მისამღერი:
ოჰ, ეს ქორწილის ღამე, ოჰ, ეს ქორწილის ღამე,
რა მშვენიერი არის, როდესაც ღვინოს დალევ.
ოჰ, ეს ქორწილის ღამე, ოჰ, ეს ქორწილის ღამე,
ასეთ მშვენიერ ღამეს ღვინოს როგორ არ დავლევ.

ოცნების ცაში ცურავს,
ორი ლამაზი გედი,
ცის კაბადონზე ფრინავს
წყვილი მშვიდობის მტრედი.

ცეკვავს ლამაზი ქალი
ბრწყინავს სანთლების სხივი,
ტრიალებს კაბალული
მღერის გიტარის სიმი.

მისამღერი

მღერის, ქორწილი მღერის,
ცეკვავს, დარბაზი ცეკვავს,
და ბედნიერი წყვილი
ლამაზ ოცნებას ხედავს.

ისევ და ისევ ცეკვა,
ფრიალებს თეთრი ფატა,
დარბაზის ჩირაღდნები
ტრიალებს ათასფრადა.

მისამღერი

..ოჰ, ეს ქორწილის ღამე X4

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!