კატეგორია: გაზაფხული ჯანსუღ კახიძე – გაზაფხული

გამოქვეყნდა: May 17th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,933

Jansug Kakhidze – Gazafkhuli
(ტექსტი: აკაკი წერეთელი)

..გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
..ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც
ეშხით გული გაუღია X2

..დივ დილა, დელა..

ხავერდივით მწვანე ბალახს
აბიბინებს სიო ნაზად,
..თითქოს უნდა დაეფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად X2

..დივ დილა, დელა…

ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
იშენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.
ჭიკ-ჭიკ, ჭიკჭიკებენ, გუ-გუ, გუგუ
იშენებენ მაღლა ბუდეს
დაჰხარიან და გალობენ.

..დივ დილა, დელა…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!