კატეგორია: პოპ უცნობი – ვაგონი მიქრის

გამოქვეყნდა: Feb 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 8,582

Utsnobi – Vagoni miqris

უცნაური გრძნობა შემომერია
ეს ქვეყანა თვალწინ გადამერია
ყველა ფიქრი ახლა წვიმის ფერია
წვიმის ფერი ლექსი დამიწერია.

ჩემი გრძნობა თვალებს როცა ახელდა
ბედისწერა სწორედ მაშინ გახელდა
როცა წვიმა ირგვლივ ყველას ავსებდა
მარტო ჩემი საქართველო დასველდა.

მისამღერი:
სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს
სად გარბიან ჭრელი ქოლგის რიგები
არ მოუსმენ აღარავის სიაფანდს
არ ვინანებ შენს გვერდით რომ ვიდექი.
ვერ გავიგე სად ვიყავი სად არა
დრომ ისედაც ნელი ცეკვით გატარა
არ ყოფილა ეს ოცნება პატარა
არ იყავი შენთან ერთად პატარა.

რეჩიტატივი:
რაც გუაშია, რა შუაშია
სინდისი სინდისია, ნამუსი ნამუსია
გაუშვი არ უსვრია, ულვაში გაუსვრია
სუყველა გაუსვრია, ბოთლებზე დაუსვია
თავისი გაიტანა, ტისკები აიტანა,
თავანი ჩაიტანა, ბანკები გაიტანა
მეზობლებს წეწავს, ყველაფერს ლეწავს
წააგავს მეძავს, მეძავსაც წეწავს.

მისამღერი

რეჩიტატივი:
ტიპია პაგონი, ნუ არაფრის გამგონი
არ ესმის ჟარგონი, შუბლი აქვს კარდონის
გამვლელებს ესვრის, ტანი აქვს ნესვის
შნირო ხომ გესმის, პლედი და გესლი.
აქ არის კუპეში, გველი ჰყავს უბეში
არა მაქვს ნუგეში, ვისვრები წუმპეში
მეზობელ კუპეში, აჰა, ვიპოვე ნუგეში
გორდება დუბეში, ვიწვები წუთებში,
გოგონა ჩუსტებში, ბიჭები ქუჩებში.
ბინძური დუშებში, ჩეჩენი ბუნკერში.
დრო არ მაქვს ფიქრის, ვაგონი მიქრის…

მისამღერი

რეჩიტატივი:
მოხდა რაღაცა, ვიღაცა მეცა
ხელები მომცა ლურჯი ზღვა, უ.
უფრო ლურჯი ცა დაიფიცა
ბედი დალოცა, შემხვდა როცა,
მხურვალედ ილოცა, არსამდა ილოცა
აკოცა მაგრად, მაკოცა, უ.
გამაოცა ტიპმა, გამაოცა,
გამაოცა ტიპმა, გამაოცა.
მაიცათ, ცოტა მაიცათ
გაიქცა, იქით გაიქცა
ჩაიქცა, ცოტა ჩაიქცა
კაცი მაყუთში ჩაიქცა
დაცვას რაცია, რა მამაცია
როგორი კაცია, სახე აქვს აქცია
ვაგონი მიქრის, ვაგონი მიქრის.

მისამღერი (2-ჯერ)

ჩემი გრძნობა თვალებს როცა ახელდა
ბედისწერა სწორედ მაშინ გახელდა
როცა წვიმა ირგვლივ ყველას ავსებდა
მარტო ჩემი საქართველო დასველდა.
დასველდა, დასველდა…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.0/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +3 (from 5 votes)
უცნობი - ვაგონი მიქრის, 7.0 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!