კატეგორია: ზამთარი, საბავშვო ნუკრი კაპანაძე – კანფეტების თოვლი

გამოქვეყნდა: May 15th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 20,978

Nukri Kapanadze – Kanfetebis tovli
(მუსიკა: მაკა აროშიძე)

სიზმრად ვნახე, გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა,
ეზოში შემომეგებნენ მოსეირნე წყვილები
კანფეტების ჭამისაგან შავი ჰქონდათ კბილები.

მისამღერი:
.. გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა X2

ლიმონათში ბანაობდა ციცქნა ჩიტი ღაბუა
პატარებმა გააკეთეს შოკოლადის ბაბუა,
მამალოს დააჭენებდნენ ნიკუშა და თამრიკო
ჩვენი მურაც გარეთ იყო ყეფით ეზო აიკლო.

მისამღერი X2

.. გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა; გარეთ თოვდა X2

ნეტავ მართლა თუ ახდება უცნაური სიზმარი
კამფეტებს რომ ვიღაც აბნევს მაცოდინა ვინ არის?
ანგელოზი მომეპარა ძილში სახემცინარი
ალბათ მიტომ დამესიზმრა ტკბილზე ტკბილი სიზმარი.

მისამღერი X2

..გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა, გარეთ თოვდა X6

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!