კატეგორია: პოპ გოგი დოლიძე – ომში წასულო ვაჟკაცო

გამოქვეყნდა: May 14th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,144

Gogi Dolidze – Omshi tsasulo vazhkatso
(მუსიკა: რუსუდან სებისკვერაძე, ტექსტი: დოდო გვიშიანი)

დაიძრა შავი ღრუბელი
კალთა შებოლა ცისაო,
შორით ყმუილი გაისმა
გადამთიელი მგლისაო.

მისამღერი:
..დედების ლოცვას ისმენენ
ხატები სიონისაო;
ომში წასულო ვაჟკაცო
გფარავდეს დედა ღვთისაო!

წინ მიგიძღოდეს ნათელი
ამომავალი მზისაო
გამარჯვებული დაბრუნდი
ჯავრი არ სჭამო მტრისაო.
ომში წასულო ვაჟკაცო
გფარავდეს დედა ღვთისაო!

გამარჯვებისას ყივიან
ქორ-შევარდენი მთისაო,
ღმერთო მარჯვენა აკურთხე
ომში წასული ყმისაო.

მისამღერი

..წინ მიგიძღოდეს ნათელი
ამომავალი მზისაო
გამარჯვებული დაბრუნდი
ჯავრი არ სჭამო მტრისაო.
ომში წასულო ვაჟკაცო
..გფარავდეს დედა ღვთისაო! X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!