კატეგორია: პოპ დათო ნეფარიძე & კაბუ – სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული

გამოქვეყნდა: May 12th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 9,063

Dato Neparidze & Kabu – Sulats ar gchirdeba chemi sikvaruli

ძალიან მოგვენატრე მე და ჩემს ქალაქს, მე და ჩემს თბილისს.
გახსოვს? გახსოვს პირველად რომ გიწოდე ჩემი ცა და დედამიწა,
ჩემი მზე და მთვარე? მე შენი სუნთქვაც კი მახსოვს.

მახსოვ ვკითხულობდი მხოლოდ შენს წერილებს
ადგილს არ ვუთმობდი ჩემს გულში სხვას,
ვარდებს ვუყვებოდი შენზე ნანახს სიზმრებს
შენზე ვეჩურჩულებოდი ჩუმად ცას.

მახსოვს არ მინდოდა არავის მოსმენა
დაველოდებოდი მხოლოდ შენს ზარს,
როგორ ხარ? კარგად! ძალიან მომენატრე
მერე მზე მოყვებოდა გულში შენს ხმას.

შენ ხარ ჩემი გულის მზიანი ამინდი
გპირდები ამ სიტყვებს არ ვეტყვი სხვას,
ალბათ გენატრები შენც ფიქრობ ჩემზე
ჩემს თავს გახსენებს მთვარე და ცა.

მერე ფიქრში რომ ჩაგეძინება
ჩემს ნაცვლად თვალებზე გაკოცებს სხვა,
დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო!
ჩემს ნაცვლად ყურში ჩაგჩურჩულებს სხვა.

მისამღერი:
.. სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ კარგია.

სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი
შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით
რამეს რომ გაძლევენ კარგია.

არაფრად არ გინდა შენ ჩემი ალერსი
სხვისიც არასოდეს გაკლია,
მაგრამ ლანძღვასთან შედარებით
რომ გეფერებიან კარგია.

მისამღერი …

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 4.0/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
დათო ნეფარიძე & კაბუ - სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული, 4.0 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!