კატეგორია: პატრიოტული აჩიკო ნიჟარაძე – ქართველების ერთად ყოფნა

გამოქვეყნდა: May 8th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 68,472

Achiko Nijaradze – Kartvelebis ertad kofna
(მუსიკა: ზურაბ მჟავია, ტექსტი: მ. ფოცხიშვილი)

ისევ მტკივა მორჩენილი იარა,
შენ მიხმე და თავს გაახლებ ღმერთო…
ქართულს სინჯავს სიტყვას, როგორც იარაღს,
ჩემ საყვარელ იადონებს ვერ ვთმობ.

იმერლების იმერლობა კი არა
გურულების გურულობა კი არა,
კახელების კახელობა კი არა
ქართველების ქართველობა დამილოცე ღმერთო!

ერთი კაცის გამარჯვება კი არა
ორი კაცის გამარჯვება კი არა
სამი კაცის გამარჯვება კი არა
საქართველოს გამარჯვება დამილოცე ღმერთო!

ისევ მტკივა მორჩენილი იარა
შენ მიხმე და თავს გაახლებ ღმერთო,
ჩვენთან ერთად გაზაფხულმა იარა
მათრახს ჩვენში ვინ აკადრებს თეთრონს.

..მარტო ჩემი ერთგულება კი არა
მარტო ჩემი სიყვარული კი არა,
მარტო ჩემი სიმღერები კი არა
ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო! X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!