კატეგორია: პოპ აუტსაიდერი – პეპელა

გამოქვეყნდა: May 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,551

აუტსაიდერი (რობი კუხიანიძე) – პეპელა
Outsider (Robi Kukhianidze)– Pepela ©

მე საკუთარ სიცოცხლეს ვამხობ,
შენი უაზრო ტირილიც მართობს,
მე მიხდება თვალები ფართო,
როცა ჩემს პეპლებს ვიღაცა აფრთხობს!

მიწა! კაცები! ვარსკვლავი! ცა!
მეფე გიჟია, აღარ ჰგავს კაცს,
გაცოფდა პეპელა, წააწყდა ფაქტს,
ნახევარ საათში ის მოიკლავს თავს!

პეპელა… ჩემი პეპელა…

მე დავიწყებ ნერვებზე თამაშს,
შენ კი ტირილი დაგახრჩობს ალბათ,
თქვენ ვერ გაიგებთ ყველაფერს ამას,
ის პეპელა კი მიხვდება მთავარს.

იჭერენ მთვარეს და ჩხრეკენ მზეს,
ბინძური ხელები ცას ახევს ფერს,
მე ვრჩები ობლად, ვერ მახრჩობს ზღვა,
პეპელას ვერ მოკლავთ, ის იკლავს თავს!

პეპელა… ჩემი პეპელა…

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake