კატეგორია: პატრიოტული თემურ წიკლაური – უფლისციხესთან

გამოქვეყნდა: Apr 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,474

Temur Tsiklauri – Uflistsikhestan
(ტექსტი: მურმან ლებანიძე)

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის – დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
..არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! X2

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: ,,ვინ ვის?” ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
..არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის – დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
..არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!