კატეგორია: პოპ ალექსანდრე პელეგი – მშვიდობის სანთელი

გამოქვეყნდა: Apr 25th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,859

ალექსანდრე პელეგი – “შაბათის სანთელი”
Alex Pelegi – Mshvidobis (Shabatis) santeli
(კომპოზიტორი: ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი), ლექსი: ნანა შაბათაშვილი)

(ბარუხ ათა ადონაი ელოჰენუ მელეხ ჰაოლამ
აშერ კიდეშანუ ბემიცვოთავ ვეცივანუ
ლეჰადლიკ ნერ შელ შალომ. ამენ!)

1. შეგთხოვ უფალო! მთელი გრძნობით, წვით და მუდარით,
სევდით აღვსილი ეს გული რომ შენთვის აღვანთო,
შენ იყო ჩემი მოძღვარიც და ჭირისუფალიც,
ქვეყნის მრავალი სატკივარიც ჩუმად გაგანდო.

მიცოცხლე შვილნი, გამიმრავლე ზღვაში თევზივით,
ცოდო–ბრალიდან განარიდე მათი საქმენი,
მხოლოდ შენ იყო უწმინდესო, მათი მეგზური,
შენ ერთადერთი შუქურა და წმინდა სანთელი.

2. მასწავლე, ზეცის ცხრაკლიტული როგორ გავაღო,
ვით შემოგბედო, თუ რამ გულში სევდა მარხია,
წასულ შვილთათვის, – ეს სანთელი როგორ ავანთო,
როცა არ ვიცი, მტრის მიწაზე … – ვინ სად მარხია?

როგორ გავუთბო ცხარე ცრემლით თავსასთუმალი,
რით ვანუგეშო გულჩაკვდარი მათი დედები,
რით მოისმინოს ამ ყურებმა მოთქმა–ურვანი,
გადაუხდელი ქორილების, ცივი ცხედრების.

3. ღმერთო! – ეს გული გატეხილი კვლავ გამიმრთელე,
ეგ კურთხეული ლოცვა–მადლის კალთაც გაშალე,
ერთი ისეთი, შაბათის დღე, მზე გამითენე,
რომ მტრის ხელიდან აღარავინ აღარ დაშავდეს.

შეგთხოვ უფალო! შენს წინაშე მე, ქედმოხრილი,
ცოდვა გვაცილე, შურის ცეცხლმა რომ არ გაგვთელოს.
მიცოცხლე შენი ღვიძლი ძე და წმინდა ასული,
რომ ბედნიერმა, სიხარულიც თავად გაუწყო,
შენი დიდება – კვლავ გვაჩვენე ძლევამოსილი,
ღვთიურ მანანად იციმციმე ჩემო სანთელო.

(ბარუხ ათა ადონაი ელოჰენუ მელეხ ჰაოლამ
აშერ კიდეშანუ ბემიცვოთავ ვეცივანუ
ლეჰადლიკ ნერ შელ შალომ. ამენ!)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!