კატეგორია: პოპ დავით გამრეკელი – ჰიმნი ქუთაისს

გამოქვეყნდა: Apr 20th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 8,312

David Gamrekeli – Himni Kutaiss
(მუსიკა: რევაზ ლაღიძე, ტექსტი: ი.ნონეშვილი)

გულმა შენთან დაიბუდა
შენს ალერსში დავიღლები,
ქუჩები გაქვს სავსე მუდამ
გოგონებით, ყვავილებით.
ხელგაშლილი ლაღად დგახარ
თავმომწონე მასპინძელი,
ადვილია შენი ნახვა
დავიწყება არის ძნელი
ადვილია შენი ნახვა
დავიწყება არის ძნელი.

მისამღერი:
ქუთაისო ჩვენი ერის
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ,
..საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ X2

აქ ბაგრატის სხივი ელავს
იქ გელათი შუქში ცურავს,
აქ დავითმა სულ პირველად
მკლავი გაიმამაცურა.
სულ მაისის სურნელია
საფირონი მოაქვს რიონს,
შენს ქუჩებში უმღერია
აკაკის და გალაქტიონს,
..შენს ქუჩებში უმღერია
აკაკის და გალაქტიონს X2

მისამღერი

შენ შეგხარით შენ გიმღერით
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ,
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ,
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ..

ქუთაისო შენ გიმღრით
მართლაც ჩვენი ლაზათი ხარ,
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ X2

ქუთაისო, ქუთაისო.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.3/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +4 (from 4 votes)
დავით გამრეკელი - ჰიმნი ქუთაისს, 8.3 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!