კატეგორია: პოპ მერაბ სეფაშვილი – გაიღიმე

გამოქვეყნდა: Apr 16th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,590

Merab Sepashvili – Gaighime
(მუსიკა: გ. მაჭარაშვილი, ტექსტი: ი. სოხაძე)

გაიღიმე, გაიღიმე, პატარა
შენი გზები ყვავილებმა დაფარა,
გათენდება, დილა ისევ ნათელი,
აენთება, სიყვარულის სანთელი.

შენ ტკბილ სიზმრებს ეფერება ფერია
გაიღვიძე, ყვავილები გელიან
მზე ამოდის ჩიტუნები გელიან
კრიალა ცა მაგ თვალების ფერია.

მისამღერი:
.. შენთვის, შენთვის ვმღერი
ზღაპრის ბოლო კეთილია
შენთან, შენთანა ვარ
ნურაფრის ნუ გეშინია X2

გაიღიმე, გაიღიმე, გაიღიმე.

სიყვარული ლამპარივით ინთება
და ეს დილა რა ლამაზად თენდება,
ლამაზი დღე მინდა ისევ გახარო
და ფერადი დაგიხატო სამყარო.

.. მისამღერი X4

.. გაიღიმე, გაიღიმე პატარა.. თენდება X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +3 (from 3 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!