კატეგორია: პოპ ჯანსუღ კახიძე – ქვეყანა ჩალად არა ღირს

გამოქვეყნდა: Apr 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,687

Jansug Kakhidze – Qvekana chalad ara ghirs
(ტექსტი: პეტრე გრუზინსკი)

ჩემ ძმაკაცს ლუკმა უჭირდეს
მაშინ მე წარღვნამ წამიღოს
ის თხილის გული რად მინდა
თუ ცხრაჯერ ცხრად არ გაიყო.

რომ ვიცი სხვასაც ვარგუნე
ის ლუკმა უფრო ტკბილია
მე რამდენ გროშსაც ვიშოვი
ყველაში ძმაკაცს წილი აქვს.

მისამღერი:
..ქვეყანა ჩალად არა ღირს
სიცოცხლე ძალად არა ღირს
გინდ გქონდეს ქვეყნის სიმდიდრე
..ერთ ლამაზ ქალად არა ღირს X2

რასაც ვიშოვნი დავხარჯავ
ცხოვრებას გემოს გავუგებ,
სამის მაგივრად გულის ტოლს
გოდრით მიხაკებს წავუღებ.

შენ რომ აგროვებ რად გინდა
გაბრმავებს ოქროს გრიალი,
გიჯობს ქეიფში გალიო
ცხოვრება ოხერტიალი.

მისამღერი.. X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!