კატეგორია: პოპ ლაშა & თამარი – იუზა

გამოქვეყნდა: Apr 7th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,397

ლაშა და თამარი – იუზა (ახალი წელი)
Lasha & Tamari – Iuza

მალე ახალი წელი თავზე დაგვათენდება
როგორი მეკვლეც მოვა ისე დაგვებედება
თუ შემოვა მარიკა გვეყოლება ტყუპები
თუ ჩანჩურა შემოძვრა, სულ მთლად დავიღუპები.

ანანოს შემოყვება, მოჭიკჭიკე ჰანგები
და დათო თუ შემოვიდა – დამალეთ პერანგები
ვახო უკვე ჩვენია, მოვა დაეყუდება
მითხარით ამ ახალ წელს მეკვლედ ვინ მოუხდება?

იუზა – მამაჩვენის მეგობარი და ხშირი სტუმარი, ეს არის იუზა
მერე რა რომ ყურს აკლია და ერთი თვალი აქვს
ეს არის იუზა, იუზა, იუზა.

ახალი წლის ამ ღამე კუსკუსელა გპირდები
არ დავთვრები, ქალისკენ აღარ გავიხედები
არ დავარღვევ დიეტას, უარს ვამბობ ხარჩოზე
და სტაფილოს არ გავცვლი ერთ კუპატზე, არც ორზე.

აღარ მინდა ხინკალი, აღარც ღორის მწვადები
თქვენ თუ გაგიხარდებათ ოცი კილო გავხდები
საითაც თქვენ გამიშვებთ, მეც იქეთ გავქანდები
თამარმა რაც უნდა თქვას, აღარ ავკაკანდები

როდის, როდის გვეღირსება ეგ ნეტავ
ეგ ბედნიარება, ნეტავი როდის?
თავს დაანებებ დომინოს თამაშს, ქვაბიდან ჭამას
ნეტავი როდის, როდის, როდის?

სულ მალე მოვა ახალი წელი
ყველა გვესტუმრება მურთაზი, ნელი
გოზინაყს წელს აკეთებს ვახო,
ვეფხვის წელია გილოცავთ ხალხო!

მოდის ბედნიერი ახლი წელი,
იმედებით ველით ახალი წელი.
/რავიცი თქვენი სიმღერის მერე თუ არ დაყვრუვდა
და არ გაბრუნდა უკან/

(მოწოდებულია დაროს მიერ)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!