კატეგორია: პოპ ლელა წურწუმია & რუსა მორჩილაძე – შემოდგომის სურნელი

გამოქვეყნდა: Feb 21st, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,495

Lela Tsurtsumia & Rusa Morchiladze – Shemodgomis surneli
(მუსიკა: რ. მორჩილაძე, ტექსტი: ი. სანიკიძე)

დღეები ქარზე სწრაფად მიდიან
და უკვე შემოდგომაა
ეს სევდიანი ჩემი ფიქრია
ღრუბელივით ცა რომ დაფარა
დღეები ქარზე სწრაფად მიდიან
მოსულა ფოთოლცვენის დრო
რატომ მტოვებენ ნეტავ საით მიდიან
მოგონებები ნისლებს მიჰყვებიან შორს

წლები აღარ იცდიან ალბათ კარგად იციან
ეს ცხოვრება ლამაზ სიზმარს ჰგავს
ვერ გავატან სიმღერას და შენს სიყვარულს
სხვა ყველაფერი მიჰყვება ქარს

მოვიდა შემოდგომის სურნელი
ფოთლებით დაიფარა გზა
კიდევ ბევრი რამ დამრჩა უთქმელი
ჩვენი წლები სადღაც მიაქვს ქარს
გავიდა შენს ლოდინში ცხოვრება
და სული გადამელია,
ნუ დამაბერებ, ისევ შენთვის ვიმღერებ
შენს მონატრებას ეს გული ვერ მოერია

წლები აღარ იცდიან ალბათ კარგად იციან
ეს ცხოვრება ლამაზ სიზმარს ჰგავს
ვერ გავატან სიმღერას და შენს სიყვარულს
სხვა ყველაფერი მიჰყვება ქარს

დროს ვეღარ ვეწევით, შორს მიდიან დღეები
და სიმღერად რჩებიან, რჩებიან
წლები აღარ იცდიან…
სხვა ყველაფერი მიჰყვება ქარს X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ლელა წურწუმია & რუსა მორჩილაძე - შემოდგომის სურნელი, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!