კატეგორია: პოპ 33ა – მე ვზივარ ნავში

გამოქვეყნდა: Feb 21st, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 14,110

33A & Niaz Diasamidze – Me vzivar navshi

მე ვზივარ ნავში და მივდივარ სახლში,
ღრუბელები ჩამოწყდა ცას,
ამბავი ციდან მოუყვა ზღვას,
მოვიდა წვიმა და ასველებს ნავს.

დიდი ხანია მინდა,
გავიგო რა არის წმინდა,
იფიქრე რამდენიც გინდა,
ვიჯექი ნავში და წვიმდა.

უსიყვარულოდ ცხოვრება ძნელია,
რასაცა გასცემ შენია,
თუ რამე რჩება ფულია,
რაცარა დაკარგულია.

დიდი ხანია მინდა,
მივხვდე რა არის წმინდა,
იფიქრე რამდენიც გინდა,
ვიჯექი ნავში და წვიმდა.

ნეტა ვინ წამიყვანს მე,
ვერ ვიძნებ დილამდე,
წამოდი ერთად ვიაროთ,
ქვეყანა შემოვიაროთ.

დიდი ხანია მინდა,
რომ მივხვდე რა არის წმინდა,
იფიქრე რამდენიც გინდა,
ვიჯექი ნავში და წვიმდა.

მე ვზივარ ნავში და მივდივარ სახლში,
ღრუბელები ჩამოწყდა ცას,
ამბავი ციდან მოუყვა ზღვას,
მოვიდა წვიმა და ასველებს ნავს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.2/10 (5 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +4 (from 4 votes)
33ა - მე ვზივარ ნავში, 9.2 out of 10 based on 5 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!