კატეგორია: პოპ სთეისი – ყვავილების ქვეყანა

გამოქვეყნდა: Feb 21st, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,758

Steisi – Kvavilebis qvekana (Another version)
(მუსიკა & ტექსტი: მიხეილ ჩირინაშვილი, ბიძინა ფერაძე / სთეისი,)

ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე
რომ მითხარი მოვალო, რატომ დაიგვიანე.
ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე
რომ მითხარი მოვალო, რატომ დაიგვიანე.

რეჩიტატივი:
გაუგე, რაც მის სულს და ვნებიან გულს
ერთი უნდა რამ მას სიყვარული სურს
და დადის ქვეყნად მარტო სიყვარული უნდა მას
შენს ძებნაში შემოივლის ყვავილების ქვეყანას
და სადღაც ის თვლის, შენში აფასებს ფიქრს
მე შენს დანახულ იმედს, გავიგებ წასვლის წინ
ვენდე და ამ წუთებს შენ, გეუბნებოდა შენ არ ენდო
ამ პასუხებს ის ვეღარ პასუხობს უჩემოდ და
კიდევ ის სხვას უხმობს
თუ ვინ ახალ კარგ სიზმრებს ფენს და დასტირის
თუ კი ივლი დათვლი, ცაზე ვარსკვლავი კრთის
ნუთუ ამ ქვეყნის შორი გზები შენც იცი
და მცირე ნაზი ყვავილივით ფერს იცვლი
ის შორი გზა, მზიანი ცა, ფიქრების ოცნებების გზა
და ლამაზი ყვავილებით მოფენილი ქვეყანა
შორს იქ ხომ ნელა მიდის დღეები თვით შენ და ზღვა.

მისამღერი

დღეები და მალ მალე ილევიან, მაგრამ მე
ფიქრებიდანაც დაგხედავ შენ და ოცნების კოშკებს ავაგებ
თვალები და სევდიან და ისევ გზას გასცქერიან
და ნუთუ მართლა დამალე, შენში თეთრი ფერია
და წვიმს და წვეთებმა და ნელა სულ დამასველეს
და შენზე და ფიქრები აღარ მასვენებს.
ღრუბლები და ამინდი, მინდა გვინდა არ მიდის
მოვედით თქვენთან და იცი, თქვენთვის მღერის “სთეისი”
და როცა ღამდება და მერე თენდება
და ყვავილების სურნელში “სთეისი” რომ ამღერდება
და ვიღაც მათ უსმენს, რაღაც ახსენდება
პირველი უძილო ღამე მას მოაგონდება.
გიმღერთ ღამდება, დღე ღამეს ნებდება.
და იმ ფიქრებში “სთეისი” მღერის აღარ ჩერდება
მათაც ხომ ოდესმე ვიღაც ყვარებიათ,
და სურნელება მათი მათ არ დავიწყებიათ.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
სთეისი - ყვავილების ქვეყანა, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!