კატეგორია: პოპ ია ჩანტლაძე – არ მიყვარხარ

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,586

Ia Chantladze – Ar mikvarkhar
(მუსიკა: მ. ბეგაშვილი, ტექსტი: ნ. ცინცაძე)

უშენობამ ჩამოთოვა შენზე ფიქრები
დავიღალე ისევ მარტო ვიქნები,
გაზაფხულის სასწაული აღარ მოხდება
ნაღვლიანი დაისვენებს ჩემი ოცნება.

უსაშველო მოლოდინით აღარ ვივსები
წამებს გაჰყვა გუშინდელი ნისლები,
ქარიანი ღამეები ვეღარ შემაკრთობს
თითქოს ეს გზა შორეულ სიზმრად მენახოს.

მისამღერი:
არ მიყვარხარ, არ მიყვარხარ, არ მიყვარხარ,
მოგონება ჩემს ფიქრებში გაიფანტა,
არ მიყვარხარ, რა ხანია არ მიყვარხარ
ქარი ჩემს ცრემლს ვერასოდეს დაინახავს.

დავივიწყებ მარტოობის სევდის ნაპირებს
უსასრულო ლოდინს მე არ ვაპირებ
ოცნებები ფიფქებივით მალე დნებიან
სადღაც შორს კი იმედები ისევ ჩნდებიან.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!