Mamuka Charkviani – Maghla da maghla
(მუსიკა: მამუკა ჩარკვიანი, ტექსტი: ჯანსუღ ჩარკვიანი)
რა ახლოსა ხართ ხეებო მზესთან,
რა ახლოსა ხართ მზესთან ზარებო.
გაუხელია თვალები ნესტანს
და მღერის თამარ მეფის სამეფო.
მისამღერი:
სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა,
ნაცრისფერ გზებზე შენს თვალებს ვუმზერ,
სინათლის ფერი მობრუნდა წაღმა –
დაუბნევია მიხაკი გულზე.
ჩვენი სათქმელი უთუოდ დღეს ვთქვათ,
რა დროს შიშია და მოკრძალება.
ეს სიყვარული საუბრობს ღმერთთან,
და ალბათ მალე ჩამობრძანდება.
მისამღერი
ათასი კვირტი, ათასი ვარდი,
და აფეთქება ასიათასი,
გამოღმით შენ ხარ და მე ვარ გაღმით,
და გაზაფხულის გვაქვს სილამაზე.
მისამღერი
დაუბნევია მიხაკი გულზე.