კატეგორია: პატრიოტული დათო ზეიკიძე – ქართული მზე

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,013

Dato Zeikidze – Kartuli mze
(მუსიკა & ტექსტი: ც. ბზიშვილი)

ქარის ნამღერი ვაზის და მთებისა,
სიმღერა ჩემი სამშობლოს ლხენისა,
მიწის ნათქვამი ვაჟკაცის ლექსისა,
მიყვარს და მჯერა სამშობლოს ზეცისა.

ქართული მღერა, ქართული სიტყვა სულ
ჩამესმის მე და ვუმღერო მინდა
ერთი წამითაც კი არ მოსცილდა სულს.

მისამღერი:
ჰეი და ჰეი, ჰეი და ჰეი,
ჰეი და ჩემი სამშობლოს მზევ,
ჰეი და ჰეი, ჰეი და ჰეი,
გათენდი ისევ ქართულო დღევ,
გათენდი ისევ ქართულო დღევ,
ამოდი ისევ ქართულო მზევ.

ქარის ნამღერი ვაზის და მიწისა,
მთაში გაზრდილის სიმღერა ირმისა
გულის ძახილი ვაჟკაცის ფიცისა
გათენების და ლამაზი დილისა.

ქართული მღერა, ქართული სიტყვა სულ
ჩამესმის მე და ვუმღერო მინდა
ერთი წამითაც კი არ მოსცილდა სულს.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
დათო ზეიკიძე - ქართული მზე, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!