კატეგორია: პოპ ივერია – რას გადამეკიდე

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,173

Iveria – Ras gadamekide
ივერია (ლილი ზღვაური & ნუგზარ კვაშალი) – რას გადამეკიდე

მე ასეთი ცხოვრება მეტი აღარ შემიძლია ჩემო ძვირფასო
სულ შენსას რომ გაიძახი სხვასაც უნდა მიბაძო,
მიიხედ მოიხედე ხომ ხედავ რომ ჯამაგირი აღარა გვყოფნის
ვერა და ვერ დავინახე შენი შრომის ნაყოფი.

მისამღერი:
რას გადამეკიდე, რას გადამეკიდე
მე ხალხში წესიერი კაცი მქვია ჯერ კიდევ,
შენ გინდა რომ სხვებსავით ვიქურდო და ვიპარო
მე ამას არ ჩავიდენ, არა მეთქი, არა ღმერთმა დამიფაროს.

თუ ცოლის შენახვის და მოვლის თავი არა გქონდა რაღას მოგყავდი?
ჩემზე ფიცულობდი, ვაი, თურმე სულ არ გიყვარდი.
აბა ერთი შემომხედე ჩემნაირად დღეს სოფელში ვიღას აცვია
ცოლ-შვილს რომ ვერ შეინახავს აბა ის რა კაცია!?

ვერ გადამიბირებ, ვერ გადამიბირებ
ვერ გადამიბირებ მე ვიცი რასაც მიპირებ,
შენ გინდა რომ სხვებსავით ვიქურდო და ვიპარო
მე ამას არ ჩავიდენ, არა მეთქი, არა ღმერთმა დამიფაროს.

თუ ვაჟკაცი კაცი ხარ სიამაყე ბეწვის ხიდზე გადაგატარებს
სხვა თუ ქურდობს ადექი და ცოტა შენც მოიპარე,
ამიტომ რა მოგივა მარტო მხარზე რომ დაიდგა პატარა რქები
თუკი ამით რამე გეშველება თუ დაფიქრდები.

მისამღერი #2:
პაწაწინა რქები, პაწაწინა რქები
პატარა რქებუნები ლამაზები კარგები,
სულ ასე ღატაკივით ხომ არ უნდა ვიარო
მეც მინდა რომ გავიხარო, მეც მიდა რომ უცხოეთი მოვიარო.

მისამღერი

რას გადამეკიდე, რას გადამეკიდე…

მისამღერი #2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!