კატეგორია: გაზაფხული ზურა დოიჯაშვილი – მარტი

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 9,588

Zura Doijashvili – Marti

მარტში დაიბადე, მარტმა დაგანათლა
მართლაც უჩვეულო ხასიათი
წამის წინ წამწამებს ცრემლი გისველებდა
ეხლა მზის სხივების კრთება ათინათი
ასე ჭირვეული, ასე ცვალებადი
მარტმა დაგანათლა ალბათ ხასიათი.

მისამღერი:
მარტი, მარტი, მარტი, ოხ ეს მარტი
გარეთ ავდარი და გულში დარდი,
ისევ გამებუტე, ისევ გამიბრაზდი
ისევ აირია ჩემი კარტი.
მარტი მარტი მარტი ოხ ეს მარტი
ჩემთვის ეკალი და სხვისთვის ვარდი
რატომ მეძახოდი, რატომ მომელოდი
რად მეფერებოდი, თუკი არ გიყვარდი
რად მეფერებოდი თუ არ გიყვარდი.

შენი სიყვარული, შენი სიყვარული
სულში ლამპარივით ამინთია,
მარტის ამინდია შენი ხასიათი
მარტის აბეზარი ამინდია,
წამის წინ სახეზე ღიმილი გეფინა
ახლა მწუხარება სევდა და ბინდია.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!