კატეგორია: პოპ ლუიზა მანაშეროვა & ალექსანდრე პელეგი – იერუშალაიმ

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,170

Luiza Manasherova & Alex Pelegi – Jerusalem
(კომპოზიტორი: ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი), ლექსი: სიმა ჯანაშვილი)

რა გიმღერო, გიგალობო, რარიგ გაქო?
თვით მუსიკა, თვითონ ჰანგო, თვით საკრავო,
..სამათასწლის ისტორიის სარკოფაგო,
დავითის და სოლომონის კოშკ–ქალაქო X2

მისამღერი:
..იერუშალაიმ, ვიდრე გნახავდი,
მე არ ვიცოდი, მე არ მჯეროდა,
თუ სული შენი მე ასე მეყვარებოდა X2

შენ სამყაროს შუაგულის შუა მთაო,
წიგნთა წიგნის სამშობლო და ჩირაღდანო,
..ყველას ნატვრავ და ოცნებავ ახდენილო,
ათი მცნების დამფუძვნელო ბრძენ–ქალაქო! X2

მისამღერი X2

სამი ათას ამბორითაც გიამბორებ,
სამი ათას სიხარულად ჩაგეკვრები,
..შენთვის სიტყვა თუ დამაკლდა მზე–ქალაქო,
შენს კალთებზე მზის სხივადაც ავენთები! X2

მისამღერი x3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!