კატეგორია: პოპ ლელა თათარაიძე – თუშური სატრფიალო

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,057

Lela Tataraidze – Tushuri satrfialo
(ვერცხლის თასადამც მაქცია)

ვერცხლი თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდე,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამვმევდი, შაგერგებოდე.

ანა მქნა ვერცხლი სათითე,
რო ხელზე ჩაგეგებოდე,
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდე.

ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდე.
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდე.

ანა მქნა ვარდი ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდე.
ანა მქნა მოვის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდე.

ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი,
ძალიან დაწუხებულსა,
გზაზედაც შაგეყრებოდი.
ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდეს გაგეყრებოდი.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!