კატეგორია: გაზაფხული სოფო & ბორის ბედია – იგვიანებს გაზაფხული

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,499

Sopho & Boris Bedia – Igvianebs gazafkhuli
(მუსიკა: მარიკა კვალიაშვილი)

დროს ვიხსენებ ერთად ყოფნის
გაზაფხულის მზიან დღეებს
სიყვარული მენატრება კარგო.
კვლავაც ერთად ყოფნა მინდა
უშენობა აღარ მინდა
ნუ დამტოვებ გევედრები მარტო.

მეც მარტო ვარ, დღეები კი დღეებს ცვლიან
უშენობით შემკრთალი და დაზაფრული.
დღეები კი მოსვენებას, მოსვენებას არ მაცლიან,
ასე რატომ იგვიანებს საოცნებო გაზაფხული.

მისამღერი:
იგვიანებს გაზაფხული შენ ნუ დაიგვიანებ
ვარდებს კვლავაც დაგიკრეფავ ჩემო
..ყვავილების კონას შევკრავ
და ხალიჩას წინ დაგიგებ, შენ ჩემო ერთადერთო.

უიმედოთ ნუ დამტოვებ, რწმენით სული გამინათე
გულის კარი გამიხსენი ფართოთ
გამახსენე რასაც ვნატრობ, გეფიცები არ ინანებ
და არც ერთი არ ვიქნებით მარტო.

გაიღვიძებს ყველაფერი რაც კი გვწამდა
იყვავილებს რაც კი ზამთარს გადაურჩა,
თვით სიცოცხლე გაცოცხლდება, გაცოცხლდება გაზაფხული
კვლავაც ისევ აინთება, აინთება სიყვარული.

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!