კატეგორია: პოპ სოსო პავლიაშვილი – მეგობარს

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,878

Soso Pavliashvil – Megobars
(მუსიკა & ტექსტი: ჯ. ბაღაშვილი)

არეულ წუთისოფელს ვერაფერს გაუგებ,
დღეს თუ კაცს გაახარებს, ხვალ მახეს დაუგებს,
ბურთივით გვათამაშებს, დანდობას ნუ ელი,
ვინა ხარ, არ დაგიდევს – ბრძენი თუ სულელი.

მისამღერი:
სხვამ რაც უნდა ისა თქვას, მე ჩემთავად მითქვია,
რაც გულში მიფიქრია და მწამს:
ძმა თუ ხარ და მოკეთე, კარგს თუ ვერ გამიკეთებ, –
სიავისთვის ნუღარ გამწირავ.

რამდენი კაცი ვიცი, სიტყვას რომ არ იღებს,
არ უყვარს ფიცი-მტკიცი, მოგისმენს, გაგიგებს.

ზოგი ეძებს სავარძელს, ზოგიერთი – ქონებას,
მე ჩემ თავად ერთი რამე მწამს:
სანამ მკერდში გული ძგერს, სანამ მიჭრის გონება,
მეგობრისთვის არ დავზოგავ თავს.

დივ დი-დივ დივ-დივ… დივ-დივ დი
ო, სანამ მკერდში გული ძგერს, სანამ მიჭრის გონება,
მეგობრისთვის არ დავზოგავ თავს.

არეულ წუთისოფელს ვერაფერს გაუგებ,
დღეს თუ კაცს გაახარებს, ხვალ მახეს დაუგებს.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
სოსო პავლიაშვილი - მეგობარს, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!