კატეგორია: პოპ ვია 75 – თეთრი მტრედი

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,133

Via 75 – Tetri mtredi
(მუსიკა: გ. ცაბაძე, ტექსტი: ო. რაზმაძე)

საოცნებო ტურფა მკერდზე მიბნეულო მტრედო,
მაგ პაწაწა ქალის გულში მსურს, რომ ჩავიხედო,
გადაეცი უყვარხარ-თქო, უყვარხარ-თქო ძლიერ,
ანდა თვით შენ როგორ უძლებ იმის თვალთა იერს.

მისამღერი:
..უთხარ, უთხარ ის ჩემია,
მთელ ქვეყანას მირჩევნია X2

აი, ჩემი ფრთაფარფატა ძირს დაეშვა ციდან,
სიხარულით მომაშურა, გული დამიმშვიდა,
მომაძახა, უყვარხარო, მე ვარ შენი ბედი,
მას ხომ შენთვის სამშვიდობოდ შვენის თეთრი მტრედი.

მისამღერი

..მაშ მოფრინდი ჩემო მტერდო,
ჩემი გულის საიმედოდ X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!