კატეგორია: პოპ ლუიზა მანაშეროვა & ალექსანდრე პელეგი – დუმილის წუთი

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,160

Luiza Manasherova & Alex Pelegi – Dumilis tsuti
ლუიზა მანაშეროვა და ალექს პელეგი (ელიგულაშვილი) – დუმილის წუთი

(კომპოზიტორი: ა. პელეგი, ლექსი: სულო სეფიაშვილი)

და დგება ისევ დუმილის წუთი
ვისთვის წუთიც და წუთისოფელიც.
ცაში აჭრილი სულების გუნდი,
ხსოვნის ღრუბელი, სევდის მთოველი.

მუხა მოთხრილი, მტირალი კენტად,
აყმუვლებული ძაღლები ქუჩის,
.. ბაგეს შემშრალი – მიშველე, დედა!
გაშავებული ყვავილი ნუშის X2

ცრემლით და სისხლით მაძღარი წუთი,
წუთი ტკივილი და მონატრება,
წუთი ნატვრა და წუთი – ოცნება,
ცხოვრება – წერტილდასმული წუთში,
დუმილის წუთი, დუმილის წუთი.

და მაინც ამ ერთ დუმილის წუთში,
როგორც შენდობა სიყრმის ცოდვების,
თვალწინ ჩამიფრენთ თეთრი რაშებით
ისევ ჭაბუკნი, ისევ ბავშვები.

დარჩება მხოლოდ დუმილის წუთი,
ვისთვის წუთიც და წუთისოფელიც,
თვალს მოწოლილი ობოლი კურცხლი
და მოგონება სევდის მთოველი . . .

ბაგეს შემშრალი – მიშველე, დედა!
გაშავებული ყვავილი ნუშის.

ცრემლით და სისხლით მაძღარი წუთი,
წუთი ტკივილი და მონატრება,
წუთი ნატვრა და წუთი – ოცნება,
ცხოვრება – წერტილდასმული წუთში,
დუმილის წუთი, დუმილის წუთი, დუმილის წუთი.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!