კატეგორია: პოპ ნინი დედალამაზიშვილი & გიორგი ახვლედიანი – მოვა დრო

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,097

Nini Dedalamazishvili & Giorgi Akhvlediani – Mova dro
(ტექსტი: მარიამ ჩუმბაძე, მუსიკა: თათია ხელაია)

არ ვიცი, მაგრამ მგონი ვიცი რომ
ჩემს ოცნებებში შენზე ვოცნებობ
და ეს ოცნებაც მომნატრებია.

აზრი მეფანტება სუნთქვა მეკარგება
(ის სარკე გატყდა? მგონი რომ არა…)
მაისი ისევ მალე დადგება.

მინდა, რომ ღრუბლებში ვიკივლო მიყვარხარ
მინდა, რომ ვიცოდე ხვალ მზეს თუ ვნახავ
იცოდე, რომ ეს თამაში არ არის.

არვიცი, რატომ ვსველდები წვიმაში
ვიტირებ თუ შენ გამათბობ ამ ქარში
თბილისში შენთვის დავიკარგები.

დავკარგე ის ვინც არასდროს მყოლია
დრო ხომ ყველაფრის მკურნალი გგონია
ფიქრებში ისევ ის ზღაპარია.

შავი კონვერტი წითელი ისარი,
მისი სურათი ჩემი მიზანი
ქარმა წაიღო და მარტო დამტოვა.

..მინდა, რომ ღრუბლებში ვიკივლო მიყვარხარ
მინდა, რომ ვიცოდე ხვალ მზეს თუ ვნახავ
იცოდე, რომ ეს თამაში არ არის.

არ ვიცი, რატომ ვსველდები წვიმაში
ვიტირებ თუ შენ გამათბობ ამ ქარში
მოვა დრო და სიმართლეს გაიგებ X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 1.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ნინი დედალამაზიშვილი & გიორგი ახვლედიანი - მოვა დრო, 1.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!