კატეგორია: პოპ თამრიკო გვერდწითელი – მე, შენ და ბავშვი

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,518

Tamara Gverdtsiteli – Me, shen da bavshvi

..ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.

მისამღერი:
..მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც.

..კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

..ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: ..მე, შენ და ბავშვი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!