კატეგორია: პატრიოტული ზუმბა – გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,657

Zumba – Gamajoba Abkhazeto sheni

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია.
მომენატრა მზე, სინათლის მფენი
მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.

მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა
შენი ძველი მეგობარი მიცან.

ოი, რაინა, ვარაინა რაინა, ვასა რაინო შვა რაინა,
ოო, რაინა, სივო რაინა, ვასა რაინო შვა რაინა.

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
შავო ზღვაო, თეთრო სანატორია.
მომენატრა შენებური ეშხი,
შენს ტალღებზე მოფარფატე თოლია.

შენ ისეთი ფაქიზი ხარ, პატარა –
ხელისგულზე დამეტევი მგონია.
დრო ყველაფრის მკურნალია იცოდე
და შენამდე არც თუ ისე შორია.

ბნელ ღამეებს ნათელი დღე შეცვლის,
დამთავრდება ჭირვეული დუმილი
ერთი ცა გვაქვს, ერთი მზე და ერთი ზღვა
გული ფეთქავს შენთან ყოფნის სურვილით.

დრო ყველაფრის მკურნალია იცოდე
და შენამდე არც თუ ისე შორია.

ოი, რაინა, ვარაინა რაინა, ვასა რაინო შვა რაინა,
..ოო, რაინა, სივო რაინა, ვასა რაინო შვა რაინა X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
ზუმბა - გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!