კატეგორია: პოპ ალექსანდრე პელეგი – ვაშლივით ღაჟღაჟა

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 819

Alex Pelegi – Vashlivit ghazhghazha
ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი) – ვაშლივით ღაჟღაჟა

(ლექსი: ჯანსუღ ჩარკვიანი)

ვაშლივით ღაჟღაჟა ერთ-ორს კვლავ გადავკრავ
არამც თუ მთვრალი ვარ, ძალიან კარგად ვარ
ფული მაქვს? დავყაჭავ, არა მაქვს? არ ვხარჯავ,
მაგათი ოხერი მომხვნელი, მთოხნელიც.

მისამღერი:
ვაშლივით ღაჟღაჟა, ღაჟღაჟა ლოყებით
მოვკვდები სიცილით, სიცილით მოვკვდები.

მთვრალი ვარ, რაც მქონდა დავხარჯე ქალებში
აკვნიდან ყელამდე ჩავფლულვარ ვალებში.
დამდევს პოლიცია, უნდა მომიცილოს
მაგათი ოხერი მომხვნელი, მთოხნელიც.

მისამღერი

მიწას და ცის შუა სხვენზე ვარ გაჩრილი,
თოვლია, წვიმაა, არაფერს არ ვჩივი,
მცივა და ვკანკალებ და მაინც ვქაქანებ
მაგათი ოხერი მომხვნელი, მთოხნელიც.

მისამღერი

ლამაზი ცოლი მყავს მდიდრულად აცვია
ქუჩაში კაცების თვალები აცვივა.
ჭორავენ, თათხავენ, კაპიკად ჰყიდიან,
მე ეს ყველაფერი ფეხებზე მკიდია:
მაგათი ოხერი მომხვნელი, მთოხნელიც.

მისამღერი

ესეც დასასრული, დამბლა მაქვს მამალი,
ვწევარ ძველ ლოგინში არა მაქვს წამალი.
მივდივარ ცოდვილი, სული ხორცს გავყარე,
მივდივარ ჯოჯოხეთს და ისევ ვქაქანებ:
მაგათი ოხერი მომხვნელი, მთოხნელიც.

მისამღერი x2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!